Cannibal-Corpse-01

რუსეთში აკრძალეს Cannibal Corpse-ის ლირიკა

ქალაქ უფის რაიონულმა სასამართლომ აკრძალა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჯგუფ Cannibal Corpse-ის ტექსტების გამოყენება. მიზეზად დასახელდა ის, რომ ტექსტის თარგმანი შეიცავს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სცენებს ადამიანებსა და ცხოველებზე, რომელიც თავის მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტექსტი უარყოფით გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე და ხელს უშლის მათ განვითარებას. დადგენილება უკვე გადაეგზავნათ შესაბამის ორგანოებს, რომელთაც უკვე უშუალოდ ევალებათ აკრძალვის განხორციელება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours