Oscars

რუსეთი ოსკარზე ანტირუსულ ფილმს წარადგენს

Oscars1

რუსეთი აპირებს წლევანდელი ოსკარების დაჯილდოებაზე გამარჯვება ანტირუსული ფილმით მოიპოვოს. საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად “ლევიათანი” შეარჩიეს.  ფილმის რეჟისორი ანდრეი ზვიანგიცევია. “ლევიათანის” პირველი ჩვენება წელს კანის კინოფესტივალზე მოხდა და საუკეთესო სცენარის ნომინაციაში ჯილდოც მოიპოვა.

zviagincevi

ფილმი თანამედროვე რუსეთის შესახებაა და მასში ასახულია მთავარი გმირის ბრძოლა კორუმპირებულ, პუტინის მომხრე ადგილობრივ მერთან. ფილმი ფართოდ განიხილება, როგორც მწარე სატირა რუსულ რეალობაზე. “ნიუ-იორკ თაიმსმა” ფილმს ვლადიმერ პუტინის მკაცრი საბრალდებო დასკვნა უწოდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours