romania_club_owners

რუმინული კლუბის მფლობელები დააკავეს

რუმინულ კლუბში მომხდარ ინციდენტზე, სადაც დღეის მდგომარეობით ოფიციალურად 31 ადამიანი დაიღუპა, გამოიძიება დაიწყო და კლუბის მფლობელებიც დაკავებულები არიან.

კლუბის სამი მფლობელის, კოსტინ მინკუს, გეორგ ანასტატესკუს და პაულ განკიუს დაკავების შესახებ განჩინება გუშინ გამოსცეს. მას შემდეგ, რაც სამაშველო სამსახურებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაამთავრეს და კრიმინალისტები შეუშვეს, რომლებმაც მომხდარი ინციდენტის გამომწვევი გარემოებები გამოიკვლიეს.

როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, დადგინდა, რომ კლუბში დასაშვებ ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. ამდენი ადამიანის კლუბში ყოფნა მხოლოდ მაშინ იქნებოდა დასაშვები, თუ საკმარისი საავარიო გასასვლელები იქნებოდა გაკეთებული. კლუბში ასევე არ იყო ბილიკები, რითაც სამაშველო სამსახური სწრაფად მოახერხებდა დაზარალებულთა გამოყვანას.

ერთ-ერთი მთავარი ბრალდება კი, რაც კლუბის მფლობელებს წაუყენეს, არის ის, რომ აღნიშნულ კლუბში პიროტექნიკის გამოყენების ლიცენზია არ იყო გაცემული.

როგორც ცნობილია, დაკავებული პირები აღიარებენ დანაშაულს და ბოდიშს იხდიან, რომ სხვა ათასობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours