royal_blood__royal_blood

Royal Blood — Royal Blood

ბლუზ როკ დუეტი ბრაიტონიდან, მათ სულ მოკლე ხანში შეძლეს სახელის მოხვეჭა. ჯგუფმა უკვე დაუკრა რამდენიმე სახელგანთქმული შემსრულებლის კონცერტზე და არ გამოტოვა არცერთი ცნობილი ფესტივალი, ასე რომ მათი ახალი ალბომის წარმატება ლოგიკური იყო.

ჯგუფს ახასიათებს მძიმე, მსუყე, გადატვირთული ბასი, რომელიც გიტარის როლსაც ასრულებს, ხოლო ბონემასეული დრამი, ცოტათი გავს ძველ The White Stripes-ს და კიდევ უფრო ძველ Led Zeppelin-ს. თუმცა ეს ნამდვილად არაა კოპირება ან პლაგიატი, მძიმე ბლუზისა და კლასიკური როკის მოყვარულებს ალბომი “Royal Blood” ძალიან მოგეწონებათ.

ჯგუფის წევრები არიან მაიკ კერი – ვოკალი და ბასი და ბენ ტეტჩერი – დასარტყამი ინსტრუმენტები.
ეს კი მათი ერთ-ერთი ჰიტი ახალი ალბომიდან “Little Monster”.

მუსიკალური მხარე8.8
ალბომის გარეყდა8.9
8.9

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours