rodzher_uoters

როჯერ უოტერსი შემაწუხებელ ფანებს მიმართავს : “მე უკვე დიდი ხანია აღარ ვარ Pink Floyd-ის წევრი”

Pink Floyd-ის ბასისტი და დამაარსებელი, რომელმაც სკანდალურად დატოვა ჯგუფი 1985 წელს და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი ყოფილი ჯგუფის წინააღმდეგ, ბოლო დროს დიდ ზეწოლას განიცდის ფანების მხრიდან. კერძოდ, ზოგიერთს და, როგორც ჩანს, ბევრს დაავიწყდა, რომ როჯერ უოტერსი დიდი ხანია აღარ არის Pink Floyd-ის წევრი, მეტიც მას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფის წევრებთან, თუმცა ფანების ნაწილს იმედი მაინც აქვს რომ უოტერსი მონაწილეობას იღებს ჯგუფის ახალი ალბომის “Endless River” შექმნაში. ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა თავად უოტერსმა: ” ზოგიერთი ადამიანი კითხვას უსვამს ლორის, ჩემს მეუღლეს, ახალ ალბომთან დაკავშირებით, რომელსაც მე ნოემბერში ვუშვებ. არადა არანაირ ალბომს არ ვგეგმავ. დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი უშვებენ ალბომს. ალბომს ქვია “Endless River”. დევიდი და ნიკი არის ჯგუფი Pink Floyd. მე კი ჯგუფის წევრი არ ვარ. მე Pink Floyd-ი 1985 წელს დავტოვე, ეს იყო 29 წლის წინ, მას შემდეგ მე არანაირი კავშირი არ მქონია ჯგუფთან, არც სტუდიურ ალბომებთან “Momentary Lapse of Reason” და “The Division Bell” და არც 1987 და 1994 წლის საკონცერტო ტურებში მიმიღია მონაწილეობა და მე არაფერი მესაქმება “Endless River”-ში. ხალხო, ეს ხომ მათემატიკაზე ძნელი არაა. ბოლოსდაბოლოს თავი ხელში აიყვანეთ”.

Endless River სულ მალე 10 ნოემბერს გამოვა. ეს იქნება პირველი ალბომი 20-წლიანი დუმილის შემდეგ.

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი