2016-05-24-1464091272-8813709-bookbinderrockstar

სანამ ვარსკვლავები გახდებოდნენ…

გაიგეთ ბევრისთვის უცნობი ფაქტები ცნობილ მუსიკოსებზე, სანამ ისინი დიდ სცენაზე გამოჩნდებოდნენ.

თილ ლინდემანი პროფესიონალი მოცურავეა. ის ახალგაზრდებში ნაციონალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ის 1500 მეტრზე ‘ფინალურ გაცურვაში’ გავიდა და მე-7 ადგილი დაიკავა. ის ცურვაზე თავისი სიმღერების ტექსტებშიც წერს.

სანამ მუსიკაში წარმატებას მიაღწევდა, პიტერ სტილი ბრუკლინში ‘კატოკის’ და ნაგავის გამტანი მანქანის მძღოლად მუშაობდა.

ჯეიმს ჰეტფილდის დედა ქრისტიანი იყო და რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სწორედ ამის გამო მან წამლების მიღებაზე უარი თქვა, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ჯეიმსი 16 წლის იყო, როდესაც დედა გარდაიცვალა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ინსპირაცია სიმღერის – “The God That Failed.”

სებასტიან ბახი თავს ქორწილებში სიმღერით ირჩენდა. ის ერთ პატარა ქორწილში მღეროდა, როდესაც ჯგუფი Skid Row-ს წევრებმა შეამჩნიეს. მაშინ ისინი ახალ ვოკალისტს ეძებდნენ და ბევრი არც უყოყმანიათ.

კორი ტეილორი თინეიჯერობის დროს ნარკოდამოკიდებული იყო და პოლიციაშიც მოხვდა. მას თავდებად მისი ბებია დაუდგა, რომელმაც ის თავისთან წაიყვანა და მუსიკის შესწავლა დააწყებინა, რაც საბოლოოდ მას ნარკოტიკებზე თავის დანებებაში დაეხმარა.

ტომ არაია თერაპევტად მუშაობდა და ფულს აგროვებდა, რომ Slayer-ს თავისი სადებიუტო ალბომი გამოეშვა.

ტონი აიომი მეტალის საჭრელ ქარხანაში მუშაობდა, რის გამოც მარჯვენა ხელზე ორი თითი მნიშვნელოვნად დაიზიანა, მაგრამ ამან გიტარის დაკვრაში ხელი არ შეუშალა. მარცხენა ხელის გამოყენება უფრო მეტად დაიწყო, რამაც გიტარის დაკვრაში, შეიძლება ითქვას, რევოლუცია მოახდინა.

ტარია ტურუნენს თავისი მაღალი ტონალობის მქონე ხმის გამო თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ და მისი ხმის იმიტაციას აკეთებდნენ. მათზე გაბრაზებულმა ტარიამ კი გადაწყვიტა თავისი ხმა მუსიკაში გამოეყენებინა. მან თავისი ვოკალის განვითარებაზე და დახვეწაზე მუშაობა დაიწყო, შედეგი კი ყველამ ვიცით.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours