rock am ring lighting

ROCK AM RING_ზე ელვამ 33 ადამიანი დააზიანა

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობლ ფესტივალზე ROCK AM RING ელვამ 33 ადამიანი დააზიანა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველი მეხი სცენის უკან დაეცა, რამაც 8 ადამიანი დააზიანა. მეხი აღნიშნულ ადგილას მას შემდეგ დაეცა, რაც მერლინ მენსონის კონცერტი დამთავრდა. რვავე ადამიანი მომსახურე პერსონალი იყო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეორე მეხი კი კემპინგის ზონაში დაეცა, რის შემდეგაც 25 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული.

როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, სასწაული მოხდა, რომ ყველა გადარჩა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours