Robert Plant_0

რობერტ პლანტმა ნახევარ მილიარდიანი კონტრაქტი დახია

ლეგენდარული led zeppelin_ის ვოკალისტმა რობერტ პლანტმა £500 მილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჯგუფი არ აღადგინა.

ჯგუფმა ბევრი სხვადასხვა შეთავაზება მიიღო ჯგუფის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე სარფიანი შეთავაზება ჯგუფის წევრებმა ინგლისელი მილიარდერისგან რიჩარდ ბრანსონისგან მიიღეს, რომელიც ლეგენდების დიდი თაყვანისმცემელი გახლავთ.

ბრანსონმა ჯგუფის წევრები მოიხმო და მათ მაგიდაზე კონტრაქტი დაუდო, რომელზე ხელის მოწერის შემთხვევაში ჯგუფი 500 მილიონ ფუნტს მიიღებდა. კონტრაქტის მიხედვით, ჯგუფი უნდა გაერთიანებულიყო და მსოფლიოს მასშტაბით ტურნე ჩაეტარებინა.

კონტრაქტს ჯგუფის სხვა წევრებმა მაშინვე მოაწერეს ხელი, რობერტ პლანტმა კი კონტრაქტი წაიღო და მოსაფიქრებლად 48 საათი ითხოვა, 48 საათის შემდეგ კი კონტრაქტი დახია. “მე როდესაც ვთქვი მორჩა, ესე იგი ყველაფერი მორჩა.” – განუცხადა მუსიკოსმა ბიზნესმენს.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.

გააზიარე პოსტი

7 comments

Add yours
  1. Davit Kobiashvili 11 ნოემბერი, 2014 at 18:01 პასუხი

    რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ასე სოლო კარიერას შეიძლება მოექცეს კაცი, თანაც ცოტა კიდევ ზეპელინი არც ჩვენ გვაწყებდა

დატოვეთ კომენტარი