robert_plant__lullaby_and_the_ceaselless_roar

Robert Plant — Lullaby And… The Ceaselless Roar

ეს ის შემთხვევაა, როცა მუსიკოსის წარდგენა საჭირო არ არის. ხშირად მსგავსი დონის მუსიკოსების ახალი ნამუშევრის წარდგენაც ძალიან რთულია, რთულია მასში აღმოაჩინო რაიმე ახალი. ძალიან ცოტა ვეტერანი მუსიკოსი თუ ახერხებს იპოვოს რაღაც ახალი, მაგრამ ეს პლანტს ნამდვილად არ ეხება. ამის ნათელი მაგალითია ალბომი “Lullaby And… The Ceaselless Roar”, სადაც ვერ მოისმენთ კლასიკურ როკს, მაგრამ მოისმენთ დასავლურ აფრიკულ მუსიკას, ტრანსს, ზოგადად აფრიკულ ფოლკს. ალბომის შექმნაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა ინსტრუმენტალისტებმა, როგორიცაა იულდეჰ კამარა გამბიიდან და გენიალური მულტიინსტრუმენტალისტი ჯასტინ ადამსი.
ალბომში შესულია საფორტეპიანო ბალადა “А Stolen Kiss”, სხვა სიმღერებში კი უხვად შეგხვდებათ სხვადასხვა აფრიკული საკრავები.
მოკლედ ალბომი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა, კარგი მუსიკის მოყვარულები აუცილებლად ისიამოვნებთ მისი მოსმენით.

მუსიკალური მხარე9
9

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი