რეზო და ბავშვები

“რეზო და ბავშვები” არის პანკ-როკ ჯგუფი თბილისიდან. ჯგუფის დაარსება ჯგუფის ორი წევრის რეზო ბლიაძისა და ლევან (ლელო) ხოტივარის გაცნობას უკავშირდება. რეზომ აღმოაჩინა, რომ ლელო თავის ჯგუფთან “დრო 21” გიტარაზე უკრავდა და ერთგვარი პროექტიც წარადგინა.

თავიდან ჯგუფის სახელი “ბავშვები” უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ “რეზო და ბავშვები” შეარჩიეს. ჯგუფს კონკრეტული მიმართულება არ აქვს, რამაც სახელის შერჩევაზე იქონია გავლენა. მათი სიმღერები სოციალურ თემებზეა შექმნილი.

ჟანრი: პანკ-როკი

ჯგუფის შემადგენლობა

რეზო ბლიაძე (ვოკალი)
ლევან ხოტივარი (ელექტრო გიტარა)
თამუნა ბაბილუა (კლავიში, ვოკალი)
დემეტრე გვენცაძე (ბას გიტარა)
ბექა ნაფეტვარიძე (დრამი)

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი