JS48850812

რატომ ატარებს ბონო მუდამ მზის სათვალეებს

ლეგენდარული U2-ს ვოკალისტმა, ბონომ მსმენელს საბოლოოდ გაუმხილა საიდუმლო, თუ რატომ ატარებს მუდამ მზის სათვალეებს.

როგორც აღმოჩნდა, მუსიკოსი გლაუკომით არის დაავადებული. გლაუკომა მხედველობის მნიშვნელოვნად შეზღუდვას იწვევს, იმისთვის, რომ ადამიანმა მხედველობა არ დაკარგოს, აუცილებელია ატაროს სპეციალური მზის სათვალე.

“ეს კარგი ადგილია ხალხისთვის იმის ასახსნელად, თუ რატომ ვატარებ მუდამ ასეთ სათვალეებს. მე 20 წელია გლაუკომა მჭირს. მე კარგად ვმკურნალობ და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ” – განაცხადა ბონომ BBC1-ის ეთერში.

“აქვე გეტყვით, რომ თუ ვინმე ამ სათვალეების გარეშე მყოფს ფოტოს გადამიღებს, მთელი დღე მხოლოდ ამ სინათლეს დავინახავ, რაც, რასაკვირველია, არ მესიამოვნება.”

“ვიცი, რომ ახლა ეს ინფორმაცია თქვენი თავიდან არ ამოვა და იტყვით – აჰ, საწყალი მოხუცი ბრმა ბონო.” – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ გლაუკომასგან დამცავი სათვალე ბონოს და მთლიანად ჯგუფის სასცენო იმიჯის მთავარი ატრიბუტი გახლავთ.

წყარო: dailyrecord.co.uk

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours