Kruspe

Rammstein – Mutter ფანტასტიკური შესრულება პარიზის კონცერტიდან

ცნობილი გერმანელი ჯგუფი Rammstein მაისში ახალ DVD-ს გამოუშვს, მანამდე კი ამ ალბომიდან ვიდეოებს ავრცელებს.

DVD-ში შესულია 2016 წელს პარიზში გამართლი კონცერტი. ეს არ არის პირველი ვიდეო-ალბომი, რომელიც მათ საფრანგეთში ჩაწერეს. გავიხსენოთ 2006 წლის კონცერტი ნიმში, რის საფუძველსეც “Völkerball” გამოიცა. თუმცა აღნიშნული DVD-სგან განსხვავებით ამ LIve paris-ს უკვე საკმაო კრიტიკოსები ჰყავს, რადგან კადრი ხშირად იცვლება და ზედმეტად ბევრი ეფექტი აქვს.

Mutter თილ ლინდემანის და რიხარდ კურსპეს დაწერილი სიმღერაა და დედასთან მათ ცუდ ურთიერთობას ასახავს. მათ ბავშვობაში ხშირად უნატრიათ დედის სიკვდილი, რის შესახებაც სწორედ ეს სიმღერა დაწერეს.

კრუსპე 12 წლის იყო, როდესაც დედამისი განქორწინდა და სხვა კაცს გაყვა ცოლად, შვილებიც საცხოვრებლად თავის ახალ მეუღლესთან წაიყვანა. რიხარდს ხშირად ჰქონდა უთანხმოება თავის “ახალ მამასთან”, რის გამოც სახლიდან გარბოდა და პარკში სკამზე იძინებდა, მოგვიანებით კი ჭიდაობაზე შევიდა, რომ თავისი ბრაზი მოეკლა.

კრუსპეც მსგავსად თილიც 12 წლის იყო, როცა მისი ოჯახი დაიშალა. თილმა მამასთან დარჩენა არჩია, თუმცა მამამისი გალოთდა და შვილთანაც ურთიერთობა გაურთულდა, რასაც თილი დედას აბრალებდა. ლინდემანი 14 წლის ასაკში სპორტულ პანსიონატში გადავიდა საცხოვრებლად.

გერმანულ ჯგუფს დღემდე ჩაწერილ არცერთ ფესტივალზე თუ ვიდეო ალბომზე არ შეუსრულებია სიმღერა “Mutter”.

ისიამოვნეთ

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours