rammstein_177

Rammstein-ის ალბომი წლის ბოლოს გამოვა

ლეგენდარული გერმანული ჯგუფი Rammstein 9 წლიანი პაუზის შემდეგ 2018 წელს აპირებს მსმენელს ახალი ალბომი შესთავაზოს.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჯგუფმა მექსიკაში 31 დეკემბრის და 2 იანვრის საახალწლო შოუ დაანონსა.

“Rammstein მეშვიდე სტუდიური ალბომის გამოშვების ბოლო ეტაპზეა და მექსიკელი ფანები იქნებიან პირველი, ვინც ამ ალბომს ცოცხლად მოისმენს” – წერს ჯგუფის ოფიციალური საიტი ბილეთების შესაძენ გვერდზე.

აგრეთვე, რიჩარდ კრუსპე ხსნის მიზეზებს თუ რატომ გაიწელა ასე ახალი ალბომის გამოშვება.

“ჩვენ როდესაც ალბომის ჩაწერა გადავწყვიტეთ 5 უცაბედი იდეა გვქონდა, 2 წლის მანძილზე კი დაგვიგროვდა 30 ახალი იდეა.”

შეგახსენებთ, რომ “Liebe ist für alle da” არის ბოლო სტუდიური ალბომი, რომელიც 2009 წელს გამოიცა.

35519193_10156077758592713_4412733022923653120_n

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours