bob_dilan_3

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ბობ დილანის ცხოვრებიდან

ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც რეალურად ახლოს იყო ლეგენდარულ მუსიკოსთან. ერთ-ერთი მათგანია მისი როუდ-მენეჯერი ვიქტორ მაიმუდესი. ის 2001 წელს გარდაიცვალა, თუმცა დატოვა უამრავი მოგონება და ინტერვიუ. ამ ზღვა მასალიდან მაიმუდესის შვილმა შეძლო და შექმნა ძალიან საინტერესო წიგნი სახელად ” უცნობი ბობ დილანი”. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს წიგნიდან.

ღამე, როცა დილანმა The Beatles გაიცნო ძალიან უცნაური იყო

მაიმუდესი იხსენებს რომ დილანმა Beatles-ი ნიუ იორკში, 1964 წლის 28 აგვისტოს გაიცნო. თავდაპირველად დილანი ცდილობდა მათთან საუბრის აწყობას, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. Beatles-ის წევრებმაც მოიწყინეს, თუმცა მოგვიანებით ალკოჰოლმა თავისი ქნა და წვეულება ცოტა გამოცოცხლდა, მაგრამ მაინც უღიმღამოდ ჩაიარა, რადგან დილანი ისე დათვრა, რომ ცოტა ხანში გაითიშა და დაიძინა.

დილანმა სმა 1994 წელს შეწყვიტა და ძალიან შეიცვალა

“ერთ დღესაც ადგა და სმას თავი დაანება”, – იხსენებს მაიმუდესი, “ამის შედეგ მისი თვითშეფასება დაეცა, რის გამოც უფრო ჩაიკეტა და უფრო მეტად ინტროვერტი გახდა”.

ჯორჯ ჰარისონი გულნატკენი დარჩა 1992 წლის კონცერტით რომელიც, ბობ დილანის შემოქმედებითი ცხოვრების ოცდამეათე წლისთავს მიეძღვნა.

ყველას ეგონა, რომ ცნობილ მედისონ სქვეარ გარდენში ჩატარებული კონცერტიდან შემოსული თანხები ქველმოქმედებას მოხმარდებოდა. შოუ კი კომერციული გამოდგა. “ჰარისონი იმდენად გაბრაზდა, რომ მეც და ბობ დილანსაც გამოგვიგზავნა მაისური დოლარის ნიშნით”, – იხსენებს მაიმუდესი.

დილანმა ალბომი “Another Side of Bob Dylan” ერთ ღამეში ჩაწერა.

“ბობი არასოდეს ასრულებდა ამ სიმღერებს აქამდე, ერთხელ ადგა და მთელი ალბომი მიმღერა, სუნთქვა შემეკრა აღელვებისგან”, – წერს თავის მოგონებაში ერიკ მაიმუდესი.

ჯოან ბაეზი არც ისეთი სუსტი იყო

მაიმუდესის ერთ-ერთ ჩანაწერში საინტერესო მოგონებას ვაწყდებით, მან კითხვა დაუსვა დილანს მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ცოლად სარა ლოუნდსი მოიყვანა, “და რატომ არა ჯოანი? დილანმა მიპასუხა: იმიტომ რომ სარა სახლში დამხვდება, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის სახლში იყოს; ის სახლში იქნება, მაშინ როცა მე ამას მოვისურვებ. ჯოანი კი არა”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours