ruddfe-540261

რადის სასამართლოს მეორე მოსმენა გაიმართა

როგორც იცით, ფილ რადის პროცესზე მეორე მოსმენა 26 ნოემბერს დაინიშნა. პროცესს პრობლემების გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია.

როგორ იცით, ლეგენდარული AC/DC_ს დრამერს ბრალი 2 ადამიანის შეკვეთით მკვლელობის მცდელობაში ედება. აღნიშნული დანაშაულისთვის ახალი ზელანდიის კანონმდებლობის გათვალისწინებულია სასჯელი 7 წლამდე პატიმრობა.

ფილ რადი დათქმულ დროს სასამართლოში არ გამოცხადდა, მოსამართლემ კი განაცხადა, რომ თუ ის მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში არ გამოცხადდებოდა პროცესზე ჯარიმასთან ერთად დააკავების შესახებ განჩინებასაც გამოსცემდა.

ფილ რადი ამ ვადის გასვლამდე 15 წუთით ადრე გამოჩნდა პროცესზე. როგორც მოსალოდნელი იყო, მუსიკოსი დანაშაულის ჩადენას უარყოფს. სასამართლოს ეზო მან შავი სპორტული მანქანით დატოვა, წასვლამდე კი იქ მყოფი ჟურნალისტები “გულთბილად მოიკითხა” (იხ. ფოტო).

შემდეგი მოსმენა 2 დეკემბერს გაიმართება. იმ დღეს, როდესაც მისი ჯგუფი თავის ახალ ალბომს გამოუშვებს. მისი მომავალი გაურკვეველია.

როგორც იცით, ჯგუფი წელს უკვე დატოვა ერთ-ერთმა დამაარსებელმა და გიტარისტმა მალკომ იანგმა ავადმყოფობის გამო. რამდენიმე დღის წინ კი მისმა ძმამ ფილ რადზე ისაუბრა და ბოლოდ დროს მისი ჯგუფში ყოფნა არც თუ ისე სასიამოვნოდ გაიხსენა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours