471246

Radiohead ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის “რედიოჰედის” წევრი ჯონი გრინვუდი ადასტურებს, რომ ჯგუფი უკვე სტუდიაშია და ახალ ალბომზე მუშაობს.

“ჩვენ სტუდიას დავუბრუნდით, ახლაც იქ მაგვიანდება, ჩემ გარდა ყველანი იქ არიან. მონდომებით ვმუშაობთ და შედეგიც, იმედია, შესაბამისი იქნება.”

 

“როცა ალბომზე მუშაობას ვიწყებთ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არ ვიცი რა როგორ გავაკეთო, საერთოდ არაფერი. ქუჩისკენ ყურება ძალიან კარგი გზაა იდეების მოსვლისთვის. ისე ვმუშაობთ, თითქოს ეს ბოლო იყოს და საკმაოდ ამართლებს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შეხედულებები და ერთად განვიხილავთ მათ.” – აცხადებს ჯონი გრინვუდი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის 2011 წელს გამოცემული The King of Limbs პოპულარობით ჩამორჩა წინა ალბომებს. ვნახოთ მოახერხებს თუ არა “რედიოჰედი” ახალი ალბომით ამის გამოსწორებას.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours