melua-spider_3093110b

ქეთი მელუას ყურში ობობა ცხოვრობდა

სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული გაზეთი telegraph. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქეთი მელუას ყურში ობობა ცხოვრობდა.

ქეთი მელუას ყურში ობობამ ერთი კვირა გაატარა. ექიმმა კი ის სპეციალური კამერით ნახა და მომღერლის ყურიდან ამოიყვანა.

როგორც მომღერალმა გაიხსენა, ობობა მის ყურში ძველი ხმის ჩამხშობიდან მოხვდა, რომელიც მან ფრენის ხმის ჩასახშობად გაიკეთა. სავარაუდოდ, ობობა იქ ცხოვრობდა. ექიმის თქმით, მას მსგავსი არაფერი უნახავს.

როგორც ცნობილმა ქართველმა ბლუზ-მომღერალმა განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში ობობას ის შესამჩნევად არ შეუწუხებია.

გააზიარე პოსტი

5 comments

Add yours
  1. An Gates 3 ნოემბერი, 2014 at 17:20 პასუხი

    ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ეჭვი გამიჩნდა, რომ "ქართველი მომღერლების" ყურებში სპილოები ცხოვრობენ, გაესინჯონ, ეგება გვეშველოს რამე

  2. Ana Tsikhelashvili 5 ნოემბერი, 2014 at 09:17 პასუხი

    იმედია, მომავალი არ დაუტოვა ყურში ქეთის… ხუმრობით, აღვნიშნავ თუ ასე მღეროდა, ობობით ყურში რას იზამს სუფთა სმენადობით :) )))
    რაც მართალი, მართალია….მიყვარს ქეთი მელუას შემოქმედება :) ძალიან, გამიხარდა ბერლინში ერთ სასიამოვნო ადგილას, რომ გააჟღერეს…. !!

დატოვეთ კომენტარი