images (1)

“ქართველი ქალი კინორეჟისორების ძალა”

ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის  სპეციალურ პროგრამა „ფოკუსში” 2–11 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება „ ქართველი ქალი კინორეჟისორების ძალა“. სექციაში მონაწილეობს ქალი კინორეჟისორების 12 განსხვავებული ფილმი, საქართველოს პირველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ნამუშევრიდან „ ახალი ქართული ტალღის” თაობის წარმომადგენლებამდე.
სპეციალური პროგრამა ეძღვნება საქართველოს და ქართველ ქალ რეჟისორებს.

ამ წლის სპეციალური პროგრამა მოიცავს 12 ფილმს, მათ შორის პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის მიერ 1930 წელს გადაღებულ ფილმს „მაღალმთიანი რაჭის ისტორია”. გარდა იმისა, რომ ნუცა ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორია, ის ქალი რეჟისორების სამი თაობის სათავეში დგას. მისი ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის მიერ გადაღებული ფილმი „დღეს ღამე უთენებია” წარმოდგენილი იყო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე; მისი შვილიშვილი სალომე ალექსიმესხიშვილი პროდიუსერი და რეჟისორია. ბუსანის წლევანდელი კინოფესტივალის მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ერთი ქართული ოჯახის სამი წარმომადგენლისა და სხვა ქალი რეჟისორების ფილმები ნახოს. „ქართველი ქალი კინორეჟისორების ძალა” არა მხოლოდ ქალების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენებითაა ღირსშესანიშნავი, ესაა ასევე შესაძლებლობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ 12 ფილმში დავინახოთ საქართველოს სოციალური პრობლემები, წინააღმდეგობა, დისკრიმინაცია და კონფლიქტი. მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ახალი კინემატოგრაფიული ესთეტიკა, სქესის მიუხედავად.

პროგრამაში წარმოდგენილი  ფილმებია:

  • „მაღალმთიანი რაჭის ისტორია” (ნუცა ღოღობერიძე)
  • „ბახმარო” (სალომე ჯაში)
  • „პატარძლები” (თინათინ კაჯრიშვილი)
  • „ძმა” (თეონა გრენადე-მღვდელაძე, ტიერი გრენადე)
  • „დღეს ღამე უთენებია” (ლანა ღოღობერიძე)
  • „ფელიჩიტა” (სალომე ალექსიმესხიშვილი)
  • „გრძელი ნათელი დღეები” (ნანა ექვთიმიშვილი, საიმონ გროსი)
  • „გაიღიმეთ!” (რუსუდან ჭყონია)
  • „მარილივით თეთრი” (ქეთი მაჭავარიანი)
  • „სუსა” (რუსუდან პირველი)
  • „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” (თინათინ გურჩიანი)
  • „იავნანა” (ნანა ჯანელიძე)

 

კადრი ფილმიდან “გრძელი ნათელი დღეები” რეჟისორი: ნანა ექვთიმიშვილი

2013121016412147328

images (4)

2013121016431847328

images (2)

images (3)

ფილმის რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი

images

“პატარძლები”-რეჟისორი თიკო ყაჯრიშვილი

download

“მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” რეჟისორი-თინა გურჩიანი

gurchiani

get_img

1360570225

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours