179255

ქალები , კაცები, ბავშვები – ოქტომბრის პრემიერა 2014

2014 წლის  1 ოქტომბერს   “Paramount Pictures ”  ახალი ფილმის   “ქალები, კაცები, ბავშვები”  მსოფლიო პრემიერაა. ფილმის რეჟისორი ჯეისონ რაიტმანია, მთავარ როლებს ასრულებენ ადამ სენდლერი, ჯენიფერ გარნერი, ემა ტომპსონი.  ფილმის მოქმედება ამერიკულ ე.წ. ”  high school”-ში ვითარდება, რომლის მოსწავლეებსაც რთული ურთიერთდამოკიდებულება აქვთ როგორც ერთმანეთის, ისე საკუთარი მშობლების მიმართ. რეჟისორი აქცენტს აკეთებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ვიდეო თამაშებით დაპყრობილი გარემო,  თინეიჯერების კულტურა,  იდენტობის ძიება, ანორექსია- გარეგნობის დადგენილი კრიტერიუმები და სტანდარტები, ინტერნეტი და  სოციალური ქსელების  გავლენა სოციუმზე.  ეს არის ფილმი შვილებისა და მათი მშობლების რთულ ურთიერთობაზე, გამოსავლის ძებნაზე და პერიოდზე, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა, ან იქნება . 

 

 

179256

179257

177510

177511

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours