puscifer

Puscifer ახალი ვიდეო სიმღერაზე TOMA

მეინარდმა ახალი ვიდეო გადაიღო ძველ სიმღერაზე “Toma”, რომელიც შესულია Puscifer-ის 2011 წლის ალბომში “Conditions Of My Parole”. კლიპში, რომლის რეჟისორია ტიმ კადიენტე, მონაწილეობენ მსახიობები ჯეიკობ ვარგასი და კლინტონ კოლინს უმცროსი, ეს ის დუეტია, რომელიც ტიხუანელ პოლიციელებს განასახიერებდა სემ მაკარონეს 2007 წლის ფილმში “სულელები”.

რაც შეეხება Puscifer-ის ახალ ალბომს, ჯერ-ჯერობით ამ მხრივ არანაირი სიახლე არ ვრცელდება. არც Tool-ის შემთხვევაშია დამაიმედებელი პროგნოზები, როგორც ჯგუფის გიტარისტი ადამ ჯონსი აცხადებს, ალბომზე მუშაობა იმაზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ის ელოდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours