maxresdefault

Psychonaut 4 ის მორიგი ევროპული ტურნე – „FROM TBILISI WITH HATE“

ქართულმა ბლექ მეტალ ჯგუფმა Psychonaut 4 მა მორიგი ევროპული ტურნეები დააანონსა.

From Tbilisi with Hate ტურნე Psychonaut 4 ის 2019 წლის თებერვლის მინი ტურს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი მინსკში, კაუნასში, რიგაში, ტალინში, ვანტააში, პეტერბურგსა და მოსკოვში დაუკრავს.

11048714_709445409182514_5754203471228012160_n

Leynir Booking და Talheim Records ის მხარდაჭერით ასევე დაანონსდა Days Of Madness Tour 2019, სადაც  Psychonaut 4 ი ევროპულ ტურნეში  შემდეგ ბენდებთან ერთად დაუკრავს: Deadspace, Eyelessight, Afraid of Destiny. ინფორმაცია კონკრეტული ლოკაციების და ბილეთების  შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

ხოლო მანამდე, 2018 წლის ოქტომბერში Psychonaut 4 უკრაინაში ბრუნდება და Ashen Dominion Fest II ს გაუწევს ჰედლაინერობას.

მიუხედავად მცირერიცხოვანი მსმენელისა სხვა ჟანრის მუსიკასთან შედარებით, ქართული მეტალ-სცენა ბევრ და ძალიან საინტერესო მეტალ ბენდს აერთიანებს. Psychonaut 4 მათ შორის გამორჩეულია, რადგან ბენდმა  შექმნიდან ათ წელზე ნაკლებ დროში მოახერხა და მსოფლიო მასშტაბის ცნობადობა   მოიპოვა, ცნობადობასთან  ერთად კი ერთგული და მრავალრიცხოვანი ფან-ბაზა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ბენდის ლოგოიან და ინიციალებიან ტატუებს Psychonautების ფანების სხეულებზე უხვად შეხვდებით, ასევე დაუსრულებელ თხოვნებს პოსტებზე, რომ მათ ქალაქებში დაუკრან. მიუხედავად მძიმე, ექსპერიმენტალური, ბლექ მეტალ ჟანრისა, რომელსაც სუიციდური და მათივე საავტორო – პოსტ-საბჭოური ელემენტები აქვს, ქართველმა მსმენელმა ისინი მალევე მიიღო და ბევრისთვის ლოკალურ კულტადაც იქცნენ. ჟანრული სიმძიმის მიუხედავად მათი მუსიკა და ტექსტები გასაგებია, გარემოს შეესაბამება და იმ ნეგატივიზმს, დეპრესიულ ფონს და  სხვადასხვა დამოკიდებულებებს, მათ შორის ნარკოტიკებს და ალკოჰოლს, ეხება, რომელიც ყოველდღიურობას ქმნის თბილისში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში. Psychonaut 4 ის მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ნიშანია მისი თერაპიული ხასიათი. ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მსგავსი პრობლემებიდან გამოსავალის ძიება და არა სუიციდისა და აპათიისკენ მოწოდება.

2010 წლიდან დღემდე Psychonaut 4 მა სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა: 1. Have a nice trip (2012) 2. Dipsomania (2015)  3. Neurasthenia (2016)

ჯგუფის ოფიციალური მაისურების, აქსესუარების, ალბომების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ მათი ლეიბლის – Talheim Records ის ვებ მაღაზიას.

დამატებითი დეტალებისთვის ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჯგუფის ფეისბუქ გვერდს:

https://www.facebook.com/psychonaut4.official/

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours