17155358_1469934033038808_8752521900174091830_n

Psychonaut 4 და Nocturnal Depression ერთობლივ ტურნეს გამართავენ

ქართული სუიციდური ბლექ-მეტალ ჯგუფი Psychonaut 4 ევროპის მასშტაბით მორიგ ტურნეს გამართავს.

ამჯერად ჯგუფი ტურნეს ცნობილ ფრანგულ ჯგუფთან, Nocturnal Depression-თან ერთად გამართავს.

ტურნე საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიწყება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ქალაქიდან არის ჯგუფი Nocturnal Depression, მაგრამ ამ შოუზე მხოლოდ Psychonaut 4 დაუკრავს.

ჯგუფები ევროპის 11 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ კონცერტებს. ტურნეს ბოლო დანიშნულების ადგილი სწორედ საფრანგეთი, ქალაქი პარიზი იქნება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours