1057

Primordial -Where Greater Men Have Fallen

ირლანდიური მეტალ ჯგუფის მერვე ალბომი “Where Greater Men Have Fallen” თამამად შეიძლება ითქვას, რომ, როგორც მინიმუმ, ერთ-ერთი საუკეთესოა ჯგუფის დისკოგრაფიაში. კელტური ფოლკლორისა და ბლექ მეტალის სინთეზი ახალ ალბომშიც კარგად მოახერხეს ირლანდიელმა მეტალისტებმა. როგორც ყოველთვის, ტექსტი გაჯერებულია სოციალური თემატიკით.

უცნაურია, მაგრამ მიუხედავად პრობლემებისა, მათ შორის ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან, ჯგუფი მაინც ახერხებს ხარისხის შენარჩუნებას, თან ალბომებს საკმაოდ ხშირად უშვებს. მათ ხანგრძლივი პაუზები არც არასდროს ქონიათ, ალბომები, როგორც წესი, 2-3 წლიანი შუელედებით გამოდის.

ალბომი, სავარაუდოდ, ექსტრემალური მუსიკის არც ერთ მოყვარულს არ დატოვებს გულგრილს.

ალბომის საერთო შეფასება7.8
7.8

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours