M_020612_PeterMcNealMugshot

პიტერ მაკნილს ბავშვების გარყვნისთვის 15 წელი მიუსაჯეს

ამერიკული როკ-ჯგუფის Cake_ის ყოფილი დრამერი პიტერ მაკნილი ციხეში 15 წელს გაატარებს ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებების განხორციელებისთვის.

პიტერ მაკნილს ბრალი ედება სამი წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებების განხორციელების მცდელობაში. მას ადრე ბრალად ედებოდა სათანადო ასაკს მიუღწეველი ბავშვების დაყოლიება დაემყარებინათ მასთან სექსუალური კავშირი, ის გირაოთი გაათავისუფლეს, გამოძიება კი გაგრძელდა.

პიტერ მაკნილს ორივე შემთხვევაში დაუმტკიცდა ბრალი და დანაშაულის მრავალჯერადობის გამო 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ პიტერ (პიტ) მაკნილი ამერიკულ ალტერნატიულ როკ-ჯგუფში Cake 2001-2004 წლებში უკრავდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours