The Endless River

Pink floyd_ის ახალი ალბომი უკვე რეკორდებს ხსნის

Pink floyd_ის ახალი ალბომი სახელწოდებით The Endless River უკვე გახდა Amazon.co.uk_ზე ყველაზე მოთხოვნადი ალბომი გამოსვლამდე. მსმენელები ჯგუფს უდიდეს ნდობას უცხადებენ.

“ფინქ ფლოიდის ახალი ალბომი The Endless River წინასწარ დაიჯავშნა ყველაზე მეტჯერ და ამ მხრივ ის რეკორდსმენია. ეს ბრწყინვალე მიღწევაა ბენდისთვის და ნიშნავს, რომ ისინი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულები არიან ინგლისში.” – აცხადებს Amazon.co.uk_ის მუსიკალური განყოფილების მენეჯერი სტივ ბერნსტეინი.

შეგახსენებთ, რომ The Endless River 10 ნოემბერს გამოვა. აღნიშნული ალბომის დაჯავშნის შემთხვევაში მისი მოსმენა გამოსვლისთანავე შეგეძლებათ.

აქვე გეტყვით, რომ ალბომის გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ჯგუფმა უკვე გამოუშვა სიმღერის Allons-y_ს სრული ვერსია, რომელიც 1:56 წუთი გრძელდება.

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი