post-21-1415429599

Pink Floyd_ის ვიდეო სიმღერაზე Louder Than Words

“პინკ ფლოიდმა” ახალი ვიდეო გამოუშვა სიმღერაზე Louder Than Words თავისი ალბომიდან.

ვიდეო გადაღებულია ყაზახეთსა და უზბეკეთში და მასში ჯგუფის წევრებიც არიან. ჯგუფმა აღნიშნული ვიდეო ჯგუფის 2008 წელს გარდაცვლილ წევრს რიჩარდ რაიტს მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა ალბომის ბოლო ტრეკია, სადაც დარჩენილი სიმღერებისგან განსხვავებით ვოკალი დომინირებს.

ვიდეო ეხმაურება სიმღერის ტექსტს და ხაზგასმულია ის ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც შუა აზიაში მრავლადაა. გთავაზობთ ვიდეოს.

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი