pink_floyd

Pink Floyd — The Endless River

ალბომის მიმართ განუზომელი ინტერესი როგორც იქნა დაკმაყოფილდა. ოცი წელი ელოდა მსმენელი ჯგუფისგან სიახლეს და ეს ფაქტი დიდი ტვირთი უნდა ყოფილიყო ჯგუფის წევრებისთვის, რადგან ოცწლიანი ლოდინის შემდეგ მცირედი იმედგაცრუებაც კი მძიმე იქნებოდა როგორც მსმენელისთვის, ასევე შემსრულებელთათვის. ეხლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალბომმა ძალიან ბევრი ადამიანის მოლოდინს გადააჭარბა.

ალბომი ძალიან კომფორტულად ისმინება, მასში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება გეუცხოოს და ყურს ცუდად მოხვდეს. დასრულებული ნახატივითაა, სადაც თითოეული ხაზი და ფერი იდეალურად ეხამება ერთმანეთს და ერთ მთლიან სურათს ქმნის. ალბომში სულ 18 სიმღერა შევიდა, სიმღერაში “Louder Than Words” ტექსტი გილმორის მეუღლეს პოლი სიმსონს ეკუთვნის, სხვათა შორის, ეს სიმღერა ასრულებს ალბომს. ცნობილი ფიზიკოსის და კოსმოლოგის სტივენ ჰოუკინგის სიტყვებს კი “Talkin’ Hawkin’”-ში მოისმენთ. ალბომში ასევე შეხვდებით რამდენიმე ფლოიდისეულ სიმღერასაც, რომელიც წარსულის ექოსავით ჟღერს, ძალიან ატმოსფერული და ლამაზი გამოვიდა სიმღერა “Autumn’68”, რომელიც ორ ტაქტზეა დაფუძნებული და აღებულია რიკ რაიტის 20 წუთიანი იმპროვიზაციიდან, რომელიც მან ორღანზე შეასრულა ჯგუფის პირველი კონცერტის საუნდჩეკზე, როიალ ალბერტ ჰოლში.

დასასრულს უბრალოდ ვიტყვი რომ ეს არის ნამდვილი Pink Floyd-ი.

ალბომის საერთო შეფასება9.6
9.6

გააზიარე პოსტი

3 comments

Add yours
  1. Ika Giorgadze 12 ნოემბერი, 2014 at 21:16 პასუხი

    rasac velodebodi sulit da gulit martla is iyo da zalian gakvirvebuli davrchi ro ramdenime adamianisgan movismine rom tyuilad vxarje dro albomis mosmenashio.. ar vici isini ras elodnen magram isini arc floyd is fanebi ar arian da ase rom ravici principshi gasakviric araa imati azri.. rogorc vicodi imushaves dzvel materialze da zveli materialit sheqmnes axali albomi da dzalian nasiamovnebi davrchi… zalian mindoda ertxel kide agmdgariyo jgufi arasruli shemadgenlobit da turnec qonodat mara rogeri isev jiutobs.. arada iyo saubari adgenaze da turneze :(

დატოვეთ კომენტარი