pink_floyd_3

Pink Floyd – დეტალები ახალ ალბომზე

ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, როგორც იქნა, გაირკვა Pink Floyd-ის ახალი ალბომის “The Endless River” დეტალები. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ალბომის რელიზი 10 ნოემბერს არის დაგეგმილი, ეს იქნება პირველი ალბომი 1994 წლის შემდეგ. ინსტრუმენტალური ალბომი 4 ნაწილად იქნება დაყოფილი, პროდუსერობას კი თავად გილმორი გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა 1994 წელს შეწყვიტა მოღვაწეობა, რეანიმირება მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა, როცა ჯგუფმა როჯერ უოტერსთან ერთად ოთხი სიმღერა შეასრულა კონცერტზე. ამჯერად უოტერსი არანაირ მონაწილეობას არ იღებდა ალბომის ჩაწერის პროცესში, როგორც წინასწარ არის ცნობილი, არც რაიმე საკონცერტო აქტივობა იგეგმება ალბომის მხარდასაჭერად.

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი