Courtney And Kurt

ფილმი კურტ კობეინზე HBO_ს ეთერში გავა

დოკუმენტური ფილმი კურტ კობეინზე, რომლის გადაღებაც მალე დასრულდება, პირველად HBO_ს არხზე გავა.

ფილმს ოსკაროსანი რეჟისორი ბრეტ მორგენი იღებს, რომელმაც სახელი 2012 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმით ‘Crossfire Hurricane’ გაითქვა.

“მე ამ პროექტზე მუშაობა 8 წლის წინ დავიწყე. მრავალი ადამიანის მსგავსად, დასაწყისში ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი, რადგან შეზღუდული ოდენობის ახალი მასალა იყო.

“თუმცა ერთხელ მოვიპოვე კურტის არქივი და აღმოვაჩინე 200 საათის ხანგრძლივობის გამოუქვეყნებელი მუსიკა, ნახატები, ქანდაკებები და უთვალავი ოდენობის ფილმი და 4000 გვერდიანი ხელნაწერი, რაც საშუალებას მოგვცემს მისი პორტრეტი განსხვავებულად წარმოვადგინოთ.”

კობეინზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული (ერთი ნათარგმნია ქართულადაც), თუმცა ეს ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული იქნება იმ მხრივ, რომ მასზე მუშაობას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და წარმოჩენილი იქნება აქამდე უცნობი მასალები.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours