Paul McCartney-ს ახალ ტრიბიუტ ალბომში მონაწილეობენ: Bob Dylan, The Cure, Billy Joel, Kiss და სხვები

მომდევნო კვირას დღის სინათლეს იხილავს ალბომი, რომელიც მთლიანად ეძღვნება პოლ მაკარტნის შემოქმედებას და მას ერქმევა The Art of McCartney. ალბომში მაკარტნის სიმღერებს ისეთი დიდი ჯგუფები და მუსიკოსები შეასრულებენ, როგორებიც არიან: ბობ დილანი, The Cure, უილი ნელსონი, სტივ მილერი, Kiss, ბარი ჯიბი, როჯერ დალტრი, პოლ როჯერსი, Def Leppard, ბიბი კინგი, ელის კუპერი და სხვები.

პროექტის იდეის ავტორია Ralph Sall და მისი გამოშვება 2003 წელს დაიგეგმა. პოლ მაკარტნი არა მარტო დათანხმდა მის განხორციელებას, არამედ ხმის ჩამწერ სტუდიაში თავისი ბენდის აკომპანიმენტით უამრავ მოწვეულ სტუმარს დაეხმარა. ალბომის ჩაწერას წინ უძღოდა ლეგენდარული The Cure-სა და პოლის შვილის ჯეიმს მაკარტნის ერთობლივი ჩანაწერი „ბითლზის“ კლასიკური სიმღერა Hello Goodbye.

მსმენელისთვის The Art of McCartney ხელმისაწვდომი იქნება თითქმის ყველა ფორმატში, გამოვა ვინილის ფირფიტაც (LP) და კომპაქტ-დისკიც (CD), ასევე, ციფრულ ფორმატშიც დაიდება საიტებზე. Deluxe ვერსიას თან მოჰყვება დოკუმენტური ფილმიც, პოლ მაკარტნის ბასგიტარის ფორმის ე.წ. USB „ფლეშკებზე“.

British singer Paul McCartney performs o

ჩვენს მკითხველს ახლავე შეუძლია დააგემოვნოს ეს ჩანაწერი, რომელიც უკვე The Art of McCartney-ს Yutube-ს არხზეა განთავსებული. აქვე მომყავს ამ მეტად საინტერესო პროექტის ფლეილისტიც:

The Art of McCartney Tracklist:
01. Billy Joel – “Maybe I’m Amazed”
02. Bob Dylan – “Things We Said Today”
03. Heart – “Band on the Run”
04. Steve Miller – “Junior’s Farm”
05. Yusuf Islam – “The Long and Winding Road”
06. Harry Connick, Jr. – “My Love”
07. Brian Wilson – “Wanderlust”
08. Corinne Bailey Rae – “Bluebird”
09. Willie Nelson – “Yesterday”
10. Jeff Lynne – “Junk”
11. Barry Gibb – “When I’m 64″
12. Jamie Cullum – “Every Night”
13. Kiss – “Venus and Mars”/”Rock Show”
14. Paul Rodgers – “Let Me Roll It”
15. Roger Daltrey – “Helter Skelter”
16. Def Leppard – “Helen Wheels”
17. The Cure, featuring James McCartney – “Hello Goodbye”
18. Billy Joel – “Live and Let Die”
19. Chrissie Hynde – “Let It Be”
20. Cheap Trick’s Robin Zander and Rick Nielsen – “Jet”
21. Joe Elliott – “Hi Hi Hi”
22. Heart – “Letting Go”
23. Steve Miller – “Hey Jude”
24. Owl City – “Listen to What the Man Said”
25. Perry Farrell – “Got to Get You Into My Life”
26. Dion – “Drive My Car”
27. Allen Toussaint – “Lady Madonna”
28. Dr. John – “Let ‘Em In”
29. Smokey Robinson – “So Bad”
30. The Airborne Toxic Event – “No More Lonely Nights”
31. Alice Cooper – “Eleanor Rigby”
32. Toots Hibbert with Sly & Robbie – “Come and Get It”
33. B.B. King – “On the Way”
34. Sammy Hagar – “Birthday”

The Art of McCartney Bonus Tracks:

01. Robert Smith – “C Moon”
02. Booker T. Jones – “Can’t Buy Me Love”
03. Ronnie Spector – “P.S. I Love You”
04. Darlene Love – “All My Loving”
05. Ian McCulloch – “For No One”
06. Peter, Bjorn and John – “Put It There”
07. Wanda Jackson – “Run Devil Run”
08. Alice Cooper – “Smile Away”

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours