Papa Roach ნიუ მეტალს შორდება, მაგრამ…

ამერიკული ნიუ-მეტალ ჯგუფი Papa Roach გვთავაზობს ახალ ვიდეოკლიპს სიმღერაზე Born For Greatness.

სიმღერა აღნიშნული სახელწოდებით შესულია ჯგუფის ახალ ალბომში Crooked Teeth მე-4 ტრეკად. აქვე გეტყვით, რომ ალბომი გაყიდვაში გასული წლის 19 მაისს გამოვიდა.

Born For Greatness იყო ახალი ალბომიდან გავრცელებული პირველი სიმღერა და საკმაოდ დიდი კრიტიკაც მიიღო. განსაკუთრებით მასში შესული თანამედროვე პოპის ელემენტთა გამო და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ Papa Roach ემსგავსება ემო მუსიკის გავლენის ქვეშ მყოფ ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა: Fall Out Boy და My Chemical Romance.

კრიტიკოსთა ეს პოზიცია ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ის თემა, რაზეც Papa Roach ქმნის მუსიკას, აღნიშნულ ალბომში და სიმღერაში უფრო მძაფრად და თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი, საუბარია ადამიანების უსასრულო პრობლემებზე და მათი დაძლევის გზების მარტივად მოძებნაზე.

სიმღერის ვიდეოც ალბომის და ჯგუფის თემატიკას ეხმიანება და ასახულია მძიმე ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების საშინელ ყოფაზე. სამსახური, რომელსაც მათთვის უზომოდ დიდი დამცირება მოაქვს, ამ დროს კი მათ ყველაფრის მიუხედავად აქვთ ტალანტი, რომლის რეალიზებაც მათ აქცევს ბედნიერ ადამიანებად.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours