ozzyosbournezakkwylde_638

ოზი: ზაკის დაკვრის ტექნიკაზე უკვე პირი ღია მრჩება

ოზი ოსბორნი საუბრობს თუ როგორ აიყვანა ბენდში ზაკ უაილდი და როგორ წარმოუდგენლად მოუმატა მან დღემდე.

“ეს 30 წლის წინ იყო, თუ 20…მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. როცა ჯეიკ ი ლი და მე გავეყარეთ, ბენდისთვის გიტარისტი მჭირდებოდა. ჩემმა ცოლმა 10 000 რეზიუმე და ჩანაწერი მომიტანა. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ერთადერთი ზაკ უაილდი შევამჩნიე. ცოლმა მითხრა, რომ სხვებიც მენახა, მაგრამ 10 000 ჩანაწერის ნახვა განსაკუთრებით რთული იქნებოდა, განსაკუთრებით პირველი ათასის შემდეგ.”

“ერთადერთი ვისაც შევხედე იყო ზაკი, მის რეზიუმეს ფოტოც ერთვოდა და პირველი რაც ვიფიქრე “შეხედე მორიგი ენდი როადსის კლონი.”

“მე შევხვდი მას და მაშინვე მივხვდი, რომ ის არ იქნებოდა მხოლოდ ჯგუფის წევრი, ის ოჯახის წევრი იქნებოდა. ეს დღემდე ასეა. მაშინაც კი როცა მან დამოუკიდებელ გზაზე გადაწყვიტა წასვლა, ჩვენ მეგობრობა არ შეგვიწყვიტავს და ერთმანეთს ყოველთვის ვეხმიანებოდით”.

“გასულ თვეებში რამდენიმე შოუ გვქონდა და როცა მის დაკვრას ვხედავდი, ისეთი კარგი იყო პირი ღია მრჩებოდა. მე ვუყურებ მას და ვფიქრობ, ნამდვილად ის არის ? მან ძალიან განავითარა დაკვრის ტექნიკა, როცა მისი თითები ეხება გიტარას, სიწრაფე არის წარმოუდგენელი”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ზაკ უაილდი ოზი ოსბორნის ბენდში დაბრუნდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours