Ozzy_krzyczy_mozna_sie_4243605

OZZY OSBOURNE: “მე მომწონს ვიყო ფხიზელი!”

Noisey-მ გამოაქვეყნა პირველი ვიდეო ტრილოგიიდან “Back & Forth”, რომელშიც მონაწილეობენ ოზი ოზბორნი და მისი შვილი ჯეკ ოზბორნი.

კითხვაზე, თუ რა შეუძლია ოზიმ ურჩიოს 21 წლის ახალგაზრდებს, მან უპასუხა: “არ მიიღოთ ნარკოტიკები. მაგრამ 30 წლის ოზის კი ვეტყოდი, მიიღე უფრო მეტი (იცინის). მე ვაკეთებდი იმას, რასავ ვაკეთებდი, როცა ვიყავი 21 წლის და ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი, როცა ვიყავი 30 წლის. მაგრამ ეხლა მე თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ცხოვრების სხვა ეტაპებზე, არადა უკვე 66 წლის ვარ.
მე ბევრს ვმუშაობ, ბევრს ვვარჯიშობ, მუდმივად გავდივარ სამედიცინო შემოწმებას. მე აღარ ვეწევი, აღარ ვიღებ ნარკოტიკს და აღარ ვსვამ. თუნდაც ის, რომ მე ჯერ კიდევ აქ ვარ, ბევრზე მეტყველებს და ამაში არანაირი მისტიკა, პენტოგრამა და სატანა არაა დამნაშავე.

სიმართლე რომ გითხრათ, მომწონს ფხიზელი ადამიანები. ისინი, ვისაც არასოდეს მოუწევია მარიხუანა, ფიქრობენ, რომ ჩემს ასაკში მათ უკვე ეს აღარ ავნებს, ჩემს შემთხვევაში ეს ცოტა სხვაგვარადაა, მე 14 წლის ასაკიდან ვიღებდი ალკოჰოლს და ვეწეოდი და ამჟამინდელი სიფხიზლე ოდნავადაც არ მძაბავს”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours