ოლივერ რიდელი – Rammstein-ის ყველაზე ცანცარა წევრი

ჯგუფ Rammstein-ის ბასისტი ოლივერ რიდელი ჯგუფის ყველაზე ცანცარა და დაუმორჩილებელი წევრი იყო, რის გამოც ჯგუფიდან გაგდებასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო.

1998 წელს, როდესაც მეორე ალბომი Sehnsucht გამოსული იყო და ჯგუფის პოპულარობა საზღვრებს მნიშვნელოვნად გასცდა, რიდელმა ჯგუფს განუცხადა, რომ ახალ ალბომში რამდენიმე სიმღერაში და ასევე კონცერტების დროს სურდა წამყვანი ვოკალისტი ყოფილიყო. მისი ეს წინადადება განხილვის პროცესშიც არ იყო, როდესაც ერთ მშვენიერ ღამეს ჯგუფის წევრებს განუცხადა, რომ ჯგუფის სახელი შეეცვალათ და “ოლი რიდელის ეფექტი” დაერქმიათ. ჯგუფის წევრებს ეს იმდენად არ მოეწონათ, რომ ოლის განუცხადეს, რომ ჯგუფში მთელი ცხოვრება ბასისტად დარჩებოდა.

ამ დღის შემდეგ, რიდელი ისეთი ნაწყენი დარჩა, რომ ჯგუფის წევრებს ყოველ მეორე დღე ახალი სულელური სახელის იდეებს ეუბნებოდა.

თილ ლინდემანი იხსენებს.

“ერთხელ, ჩემს სახლში შუაღამეს მოვიდა, გამაღვიძა, გვერდზე მომიწვა და მითხრა რომ ჯგუფისთვის “სტალინის ულვაში” უნდა დაერქმია. მე ვუთხარი – მოკეტე, ეს დედანატირები და სახლში გაეთრიე, ჯერ მზე ამოსულიც არ არის. ის იმდენად შემაწუხებელი გახდა, რომ ერთხელ ჯგუფიდან წასვლაზეც ვიფიქრე. 2003 წელს კი მიუნხენის ოქტომბრის ფესტივალზე გასვლის წინ ოლივერმა ფლეიკს უთხრა, რომ ბენდს არქმევდა Donaudampfschiffahrtselektrizitätenhauptbetriebswerkbauunterbeamtengesellschaft.”

ჯგუფის კლავიშისტი კრისტიან ფლეიკ ლორენცი ასევე შეეხო ამ თემას.

იმ დროს ყველა ცუდად ვიყავით და ორგანიზატორებს განვუცხადე, რომ ყველა დაშავებული ვიყავით. მე შაკიკი მქონდა, პაული რეპეტიციებზე არ გამოჩენილა, თილს ქრონიკული უძილობა აწუხებდა, ასეთ დროს კი ოლის მოფიქრებული ბენდის ახალი სახელები მომწამვლელად მოქმედებდა, ამიტომ საჭირო იყო მისთვის ადგილი მიგვეჩინა. თილის იდეით, მას კონტრაქტში ჩავუწერეთ, რომ თუ ჯგუფს ახალი სახელის იდეას შესთავაზებდა, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გავუშვებდით.

ოლი რიდელი

“ახლაც ვფიქრობ, რომ ეს მხიარულია. ერთხელ სტუდიაში მივედი და ვუთხარი, მისმინეთ ბიჭებო რას იტყვით “ჯინჯერის ნამცხვარზე”. ამის გაგონებაზე პაულმა ლამის ტირილი დაიწყოდა თქვა “ოღონდ ისევ ეს სირობა არა”. თილმა კი ზურგზე ჩამავლო და მთელი შენობა ტრაკით მომაწმენდინა, ბოლოს კი მომავალი მანქანებით სავსე შუა გზაზე დამაგდო. შნაიდერისთვის ამის ნახვა იმდენად სტრესული აღმოჩნდა, რომ შენობა მაშინათვე დატოვა და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ორი თვით წყნარი ოკეანის სამხრეთში აპირებდა წასვლას იზოლირებულ კუნძულზე. ჩემი ხუმრობა მათთვის მეტისმეტად ემოციური აღმოჩნდა, სინამდვილეში მართლა მოვამზადე “ჯინჯერის ნამცხვარი”, შემდეგ კი ყველა მე შევჭამე. საერთოდ ნამდვილად კარგ ჯინჯერის ნამცხვრებს ვაკეთებ, მაგრამ მეტჯერ მათ გავასინჯვას ნამდვილად არ შევთავაზებ.”

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours