OK-Go

OK Go კომპანია Apple-ს პლაგიატში ადანაშაულებს

ჯგუფი, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა კრეატიული და ორიგინალური კლიპებით, Apple-ს იდეის მოპარვაში ადანაშაულებს. მუსიკოსები თვლიან, რომ “iPhone 6” და “Apple Watch”-ის ახალი რეკლამა მათი ვიდეო კლიპის “Writing On The Wall” პლაგიატია.
საინტერესოა, რომ ჯგუფი აქამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა Apple-თან მათი ახალი ვიდეოს ერთობლივ პრემიერაზე, თუმცა მაშინ კომპანიამ უარი უთხრა ჯგუფს თანამშრომლობაზე.

YouTube-ის მომხმარებლების დიდი ნაწილი ასევე თვლის, რომ ამ ორ ვიდეოს შორის მსგავსება აშკარაა. ამისი შემოწმება თავადაც შეგიძლიათ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours