Austin Carlile

Of Mice & Men ავადმყოფობის გამო ვოკალისტმა დატოვა

ამერიკული მეტალკორ-ჯგუფი Of Mice & Men ვოკალისტმა, ოსტინ კარლაილმა დატოვა.

კარალილი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ამ ჯგუფს ტოვებს. მან Of Mice & Men 2010 წელ დატოვა, მაგრამ ერთი წელიც არ იყო გასული, რომ დაბრუნდა.

პირველად კარლაილის წასვლის მიზეზი ჯგუფის წევრებთან მისი კონფლიქტი იყო, ამჟამად კი მას ჯგუფის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია. ის მარფანის სინდრომით არის დაავადებული და რეაბილიტაციას კოსტა-რიკაში გადის.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მას.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours