Oasis

Oasis კვლავ დაუკრავს ?

ბრიტპოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი Oasis შესაძლოა კვლავ წარდგეს თავისი მსმენელის წინაშე.

როგორც იცით, ჯგუფი 2009 წელს დაიშალა. დაშლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ძმების ნოელ და ლიმ გალაჰერებს შორის კონფლიქტი დასახელდა, რაც მოგვიანებით უკვე გაღვივდა და სასამართლომდეც მივიდა საქმე, თუმცა ამ ბოლო დროს ძმები მშვიდად არიან, რასაც ის ფაქტი დაემატა, რომ ლიამ გალაჰერის ჯგუფი BEADY EYE დაიშალა.

ბრიტანულ პრესაში არ წყდება ჭორები, რომ ჯგუფი გაერთიანებას და ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობას აპირებს, თუმცა ეს ინფორმაცია ჭორს არ სცდება. სამაგიეროდ, რეალურია the sun_ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლიამ გალაჰერმა თავის ძმას ნოელ გალაჰერს შესთავაზა ჯგუფმა გლასტონბერის 2015 წლის ფესტივალზე დაუკრას.

ლიამს ფინანსური პრობლემები აქვს და მისთვის ეს გაერთიანება მომგებიანი იქნება. მატერიალური ინტერესი არ აქვს ნოელ გალაჰერს, მაგრამ საინტერესოა, გაბედავს თუ არა “უკან გაბრაზებულად მოხედვას”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours