71057866

ნოელ გალაჰერი ახალ ალბომზე მუშაობს

Oasis-ის ყოფილი წევრი ნოელ გალაჰერი ახალი სოლო ალბომით ბრუნდება. რიგით მეორე სოლო ალბომი ნოსტალგიური სახელით “Chasing Yesterdays” დღის სინათლეს 2015 წლის 2 მარტს იხილავს.

ალბომი 10 სიმღერისგან შედგება და ერთ-ერთი მათგანის, კერძოდ, “Ballad Of The Mighty I” ჩაწერაში მონაწილეობა “The Smiths”-ის წევრმა ჯონ მარიმ მიიღო. პირველი სინგლი კი გახდება სიმღერა სახელად “In The Heat Of The Moment.”

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის პირველი ალბომი 2012 წელს გამოვიდა “Noel Gallagher’s High Flying Birds”, რომელიც ახალი ათასწლეულის საუკეთესო როკ დებიუტად აღიარეს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours