OME-Nazareth

Nazareth ბათუმში..

ლეგენდარული შოტლანდიური ჰარდ-როკ ჯგუფი ‘Nazareth’ ბათუმსს ეწვევა.

21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი – European Spring Sound-ი გაიმართება.

22 აპრილს უკრაინული ჯგუფი LUIKU დაუკრავს;

23 აპრილი – Tim Ripper Owens (ex-Judas priest), Doogie White (ex-Rainbow);

24 აპრილი – იმრე კალმანი „ჩარდაშის დედოფალი“ – უნგრეთის თეატრის სოლისტები, უნგრეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ბუდაპეშტის ცეკვის აკადემიის კორდებალეტი;

ფესტივალს 25 აპრილს 70-იანი წლების ცნობილი როკჯგუფი NAZARETH-ი დახურავს.

ბილეთის მინიმალური ფასი 10 ლარი იქნება, მაქსიმალური – 20 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი NAZARETH საქართველოს მეორედ ეწვევა. ისინი 1991 წელს თბილისს ეწვივნენ და კონცერტი სპორტის სასახლეში გამართეს.

Tags Nazareth

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი