beatles_abbey_road1

მუსიკოსები, რომლებმაც თავიანთი ჰიტები სხვებს “მოპარეს”

aerosmith_1ხშირად რომელიმე ჯგუფი ან მომღერალი ერთი კონკრეტული ჰიტით ხდება პოპულარული და ამ სიმღერასთან მსმენელისთვის სწორედ ეს კონკრეტული შემსრულებელი ასოცირდება. უმეტესად აღნიშნული სიმღერები კონკრეტულად ამ მომღერლისთვის იწერება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის მუსიკოსი ცნობილი სხვისთვის დაწერილი სიმღერით გახდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა აეროსმიტის ჰიტს “I Don’t Want to Miss a Thing”-ს უკავშირდება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯგუფი სწორედ ამ სიმღერით დაუბრუნდა მსმენელს. სიმღერა ფილმ “არმაგედონის” საუნდტრეკს წარმოადგენდა და სწორედ ამ სიმღერით დაიწყო “აეროსმიტის” ახალი სიცოცხლე. თუმცა, როგორც სიმღერის ავტორი დაიანა უორენი აცხადებს, მან აღნიშნული მუსიკა სელინ დიონისთვის დაწერა.

კიდევ ერთი მსგავსი ისტორია უკავშირდება სიმღერას “Margaritaville”, რომელმაც ჯიმი ბაფეტს დიდი პოპულარობა მოუტანა. აღნიშნული სიმღერა სინამდვილეში ბაფეტმა თავდაპირველად არა თავისთვის, არამედ ელვის პრესლისთვის დაწერა. ყველასთვის მოულოდნელად ელვისი დათანხმდა ქანთრის სტილში სიმღერის ჩაწერას, მაგრამ ის მალევე გარდაიცვალა. ელვისის გარდაცვალების შემდეგ ბაფეტმა გადაწყვიტა თავად ჩაეწერა “Margaritaville” და ამ სიმღერამ კარგი შემოსავალიც მოუტანა.

“Let it be” მთელი მსოფლიოს მელომანებისთვის ჯგუფ “The Beatles”-ის სახელთან ასოცირდება, თუმცა ეს სიმღერაც “მოპარული” სიმღერების სიაშია. როდესაც პოლ მაკარტნი აღნიშნულ სიმღერას წერდა, ფიქრობდა რომ ის სოულის დედოფალს, არეტა ფრანკლინს უნდა შეესრულებინა. არეტამ ჩაწერა კიდეც დემო ვერსია, თუმცა ამის შემდეგ განუსაზღველი ვადით გადადო სიმღერაზე მუშაობა, რადგან ვერ ჩაწვდა სიტყვების მნიშვნელობას. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს თავად შეესრულებინათ სიმღერა და ჩაწერეს კიდეც 1969 წელს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours