12 მარტს ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Muse-მა მუსიკალური ვიდეო გამოუშვა ახალ სინგლზე Psycho.
ჯგუფის ბევრი თაყვანისმცემელი გაახარა იმ ფაქტმა, რომ ჯგუფი პროგრესულ მეტალს დაუბრუნდა. წინა ალბომის სიმღერებიდან განსხვავებით ამ სიმღერაში არ არის დაბსტეპის და პოპის ელემენტები.
სიმღერის კლიპი ძალიან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, მაგრამ თავს უკვე დაატყდა საკმაოდ დიდი კრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ახალი ალბომი Drones ამა წლის 8 ივნისს გამოვა გაყიდვაში.