555b0cb19dee0

კონცერტების ჩაშლის წელი..ამჯერად Мумий Тролль

ცნობილი რუსული როკ-ჯგუფის Мумий Тролль-ის ხმაურიანად დაანონსებული კონცერტი აღარ გაიმართება

Premier Promotion-ის ინფორმაციით ტექნიკური მიზეზების გამო კონცერტი წელს აღარ გაიმართება. ჯგუფი საქართველოს შემდეგ წელს ეწვევა. მათ ვისაც ბილეთი ონლაინ ნაყიდი აქვთ, თანხა ბარათებზე კვირის ბოლომდე დაუბრუნდებათ, სალაროში ნაყიდი ბილეთების დაბრუნება კი ადგილზე მოხდება. ასევე შესაძლებელია ბილეთის შენახვა შემდეგი წლის კონცერტისთვის.

“პროგრამის დიდი ნაწილი “მორსკაიას” სიმღერები იქნება, მაგრამ გვესმის, რომ ქართველ მსმენელს დიდი ხანია არ მოუსმენია ჩვენი სიმღერები, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროგრამა-რეტროსპექტივა — ვიმღერებთ სიმღერებს ყველა ალბომიდან. აუცილებლად “იკრიდანაც”, ამ ალბომსაც 2017 წელს 20 წელი უსრულდება. მოვამზადეთ უჩვეულო ანიმაციური სცენოგრაფია, რომელიც ქართველ მსმენელს ჯერ არ უნახავს, და 2018 წლის ალბომის ახალი სიმღერები.”

sputnik-georgia-სთან ილია ლაგუტენკოს ამ ინტერვიუს შემდგომ ჯგუფის ჩამოსვლას ხალხი კიდევ უფრო დიდი აღტაცებით ელოდა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფი ორჯერ უკვე არის ნამყოფი საქართველოში 2004 და 2013 წლებში.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაანონსებული კონცერტი ვერ ტარდება. თბილისში დაანონსებული შოუს გამართვა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხეს შემდეგმა შემსრულებლებლებმა: Batushka, ელტონ ჯონი, ლინდა, Tankard და ახლა უკვე Мумий Тролль.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours