Paul-McCartney

მსოფლიოს 12 ყველაზე მდიდარი ბასგიტარისტი

თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ბასგიტარისტები თითქოს მეორე პლანზე დგანან, რადგან მსმენელი ძირითადად, გიტარიტებსა და ვოკალისტებზე უფრო ხშირად ლაპარაკობს. თუმცა, თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ბასისტისა და დრამერის როლი საკმაოდ დიდია. ავიღოთ ნებისმიერი მუსიკალური ბენდი და ვნახავთ, რომ თითქმის არც ერთი მათგანი ბასის გარეშე არ არსებობს. ამავე დროს, ბასისტები სიმღერის დაწერის და არანჟირების შემოქმედებით პროცესებშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას, ზოგჯერ ვოკალისტებზე მეტადაც კი. ცნობილ სიმღერებს ბასი რომ გამოვაცალოთ, საკმაოდ მშრალი და ერთფეროვანი ჟღერადობა დაგვრჩება. ასე რომ, დასარტყამები და ბასგიტარა ერთად ჯგუფის რითმსექციას ქმნიან. ბასგიტარისტებს დამსახურებულად ეძახიან ჯგუფის ხერხემლებს. და, რაღა თქმა უნდა, ცივილიზებულ მსოფლიოში მათი შრომა საკმაოდ დაფასებულია.

Sting

ცნობილმა ჟურნალმა The Richest შეადგინა ერთგვარი რეიტინგი, რომელშიც ნაჩვენებია რომელი ბასისტია ყველაზე მდიდარი. პირველი სიაში მილიარდერი პოლ მაკარტნია, რომლის ქონებრივი მდგომარეობა 1,2 მილიარდი დოლარითაა შეფასებული. დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ ცხრილში.

The Richest-ის მიხედვით, 12 ყველაზე მდიდარი ბასგიტარისტი:

  1. Paul McCartney (The Beatles) – 1.2 მლრდ $
  2. Sting (The Police) – 300 მლნ $
  3. Gene Simmons (Kiss) – 300 მლნ $
  4. Roger Waters (Pink Floyd) – 270 მლნ $
  5. Adam Clayton (U2) – 150 მლნ $
  6. John Deacon (Queen) – 115 მლნ $
  7. Flea (Red Hot Chili Peppers) – 115 მლნ $
  8. John Paul Jones (Led Zeppelin) – 80 მლნ $
  9. Bill Wyman (The Rolling Stones) – 80 მლნ $
  10. Geezer Butler (Black Sabbath) – 65 მლნ $
  11. Tony Kanal (No Doubt) – 45 მლნ $
  12. Krist Novoselic (Nirvana) – 40 მლნ $

Gene-Simmons

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours