ddd

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინო ფესტივალების Top 3 -ეული

არტ-ჰაუსი ე.წ. საავტორო  კინო, პირველ რიგში სწორედ კინო ფესტივალებზე ფასდება კრიტიკოსებისა თუ კინომოყვარულების  მიერ.   წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების ტოპ-3 ეულს.

 

კანის კინო ფესტივალი -Festival international du film de Cannes

images (1)

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი  პირველად  1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში ჩატარდა, ფრანგული კრუაზეტი მას შემდეგ, ფესტივალის საიმიჯო ნაწილი გახდა.  1946 წლიდან დღემდე  ფესტივალი მაისის თვეში ტარდება.

ფესტივალის პრიზი- „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. ფესტივალის ნომინაციები და პრიზები ასეთია: გრან-პრი,  პალმის რტო – ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცსათვის,  რეჟისორისა და სცენარისტისთვის,  ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.

ავსტრიელი რეჟისორი -მიხაელ ჰანეკე, არაერთხელ გახდა კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი, ის  ამ ფესტივალის  ტრადიციული  ტრიუმფატორია.

Michael Haneke collects the Palme d'Or for Amour at Cannes 2012

ქვენთინ ტარანტინო კანის კინო ფესტივალზე, მისი “მაკულატურა”  1994 წელს  ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა.

images (4)

რეჟისორი-კლინტ ისტვუდი

Cannes-film-festival-pres-001

ამერიკელი რეჟისორი- ალფრედ ჰიჩკოკი და მსახიობი  ტიპი ჰედრენი  კანის კინო ფესტივალზე

images (5)

 

2012-cannes-film-festival-poster

download (1)

download (2)

 

 

images

ბერლინის საერთაშორისო კინო  ფესტივალი (Internationale Filmfestspiele Berlin)

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი იგივე  ბერლინალე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია. ყოველწლიურად თებერვალში 76 ქვეყნის 15 000 კინო სპეციალისტი, 35 ჟურნალისტი და ათი ათასობით კინო მოყვარული მსოფლიოს სხვადსხვა ადგილებიდან ბერლინის სხვადასხვა კინოთეატრებში იყრის თავს.  ფესტივალი დაარსდა 1951 წელს. ის ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაინაცვლა,  პირველი ბერლინალე  1951 წლის 6 ივნისს  გაიხსნა  ,ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით “რებეკა”.

ფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს დათვი,  ვერცხლის დათვი – საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო  ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის,  საპატიო ოქროს დათვი გადაეცემა რეჟისორს, მსახიობს,  კინოში მოღვაწე  პროფესიონალს კინემატოგრაფში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მერილ სტრიპი -ბერლინ ალეს ჟიურის წევრი

images (3)

ფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს დათვი

download

images (6)

ვენეციის კინოფესტივალი -(Mostra Internazionale d’Arte Cinematografica di Venezia)

ვენეციის კინოფესტივალი ყველაზე ძველი საერთაშორისო ფესტივალია მსოფლიოში, ის  დააარსა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატამ,   1932 წელს, როგორც “Esposizione Internazionale d’Arte Cinematografica”, მას შემდეგ  ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში, ისტორიულ კუნძულ ლიდოზე,  ვენეციაში.  კინოფესტივალი   ვენეციის ბიენალეს (თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი) ნაწილია.

ფესტივალის  პრიზებია ოქროს ლომი – Leone d’Oro  საუკეთესო ფილმისთვის,  ვოლპის თასი – Coppa Volpi, რომელიც    საუკეთესო მსახიობ  მამაკაცს და ქალს გადაეცემა.  უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულ საფესტივალო ჯილდოებს 2002 წელს დაემატა ახალი ნომინაცია – სან მარკოს პრიზი  ფილმისთვის, რომელიც  სტერეოტიპების მსხვრევას (Controcorrente) ასახავს.

ფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს ლომი

download (3)

რეჟისორი ენგ ლი -ოქროს ლომი ფილმისთვის “კუზიანი მთა” (მთავარ როლში ჰიტ ლეჯერი)

Ang-Lee-wins-the-Golden-L-002

ამერიკელი მსახიობი ქეით ჰადსონი წითელ  ვენეციის კინო ფესტივალის წითელ ხალიჩაზე

kate-hudson-stuns-at-reluctant-fundamentalist-premiere-venice-film-festival-opening

საფესტივალი პოსტერი გარეკანზე – ფრანგი რეჟისორის  ფრანსუა ტრიუფოს პერსონაჟი ანტუანი ფილმიდან “400 დარტყმა”

venice_film_fest_p

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours