moonspell2017band_638

MOONSPELL-ის ახალი ალბომი გაყიდვაშია

ცნობილმა პორტუგალიურმა ჯგუფმა MOONSPELL ახალი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით, 1755.

ჯგუფის ლეიბელმა Napalm Records ალბომის გამოშვებამდე გაავრცელა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ვიდეო სიმღერაზე In Tremor Dei .

სახელწოდება 1755 არის ლისაბონში მომხდარი ცნობილი მიწისძვრის თარიღი.1755 წლის 1 ნოემბერს, 09:40-ზე, ყველა წმინდანის დღეს, მოხდა 8.5-9 ბალიანი მიწისძვრა, რომელმაც მძიმე შედეგებთან ერთად ხანძარი და ცუნამი გამოიწვია. სტიქიას ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ქალაქი ლისაბონი თითქმის ბოლომდე გაანადგურა.

ალბომში შესულია 11 სიმღერა. სიმღერები პორტუგალიურ ენაზე სრულდება, მე-11 ტრეკი კი არის სიმღერის Desastre ესპანური ვერსია.

ალბომი საკმაოდ დადებით შეფასებებს ღებულობს და უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ ჯგუფის შემოქმედებაში ბოლო წლების საუკეთესო ალბომად.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours