resize_1415821226

Mogwai – Music Industry 3. Fitness Industry 1. EP

შოტლანდიური არტ როკ, პოსტ როკ კუინტეტი ახალი EP-ით ბრუნდება, თუმცა ისინი არსადაც არ წასულან, აგერ უკვე 15 წელია ერთგულად ემსახურებიან როკის არამეინსტრიმულ ჟანრს. ახალ ნამუშევარში შეხვდებით როგორც ძველი სიმღერების რემიქსებს, ასევე ახალ ტრეკებსაც. ერთი რამ უნდა ითქვას, ჯგუფის ტრადიციული ბინძური ჟღერადობა შეიცვალა უფრო სუფთა, კარგი გაგებით პოპ ჟღერადობით, რაც თავის მხრივ ცუდი ნამდვილად არაა.

მოგვეის ზოგიერთი მსმენელი შეიძლება ოდნავ იმედგაცრუებული დარჩეს, თუმცა თუ ეს მსმენელი ზოგადად პოსტ როკსაც უსმენს, დიდი ალბათობით იმედგაცრუებას ცოტა ხანში ამ ალბომთან ერთად გატარებული წყნარი საღამო შეცვლის.

სხვათა შორის ალბომში ელექტრონული ჟღერადობაც უხვად არის გამოყენებული, რაც ჩემთვის სრულიად მისაღებია, მითუმეტეს, რომ ელექტრონული ტრეკი ძალიან კარგად ჯდება ალბომის საერთო ჟღერადობაში.

ალბომის საერთო შეფასება8.1
8.1
Tags Mogwai

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours