muse-new-album

მეთიუ ბელამი Muse-ის ახალ ალბომზე

ჯგუფის ლიდერმა რამდენიმე საინტერესო დეტალი უამბო ფანებს ახალ ალბომზე. კითხვებზე პასუხის გაცემისას, მან აღნიშნა, რომ სრულიად შეეცვალა წარმოდგენა სოლო გიტარის პარტიებზე, ასევე დაამატა, რომ ალბომის თემატიკა ძირითადად ეკოლოგიასა და მესამე მსოფლიო ომს შეეხება და მასში გამოჩნდება სიმღერის Citizen Erased გაგრძელებაც.

აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ალბომი 2015 წლისთვის იქნებოდა მზად, თუმცა ჯგუფის დრამერი, დომ ჰოვარდი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლომდე მოახერხონ ალბომზე მუშაობის დასრულება, ეს საუკეთესო შემთხვევაში.

ბელამიმ ბოლოს დაამატა, რომ ახალ ალბომში ჯგუფი შეეცდება განერიდოს ყველაფერ იმას, რასაც ბოლო დროს აკეთებდა, კერძოდ, ახალ ალბომში ვერ მოისმენთ ელექტრონულ ჟღერადობასა და საორკესტრო აკომპანიმენტს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours