7926009_wenn21502247

‘მეტალიკა’ ახალ ალბომზე მუშაობას ადასტურებს

ლეგენდარული ამერიკული მეტალ-ჯგუფი ‘მეტალიკა’ ბოლო ალბომის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ ახალ ალბომზე მუშაობას ადასტურებს.

ახალ ალბომზე მუშაობის ფაქტი ჯგუფის ბასისტის, რობერტ ტრუჰილოს მიცემული ინტერვიუს შემდეგ დადასტურდა, თუმცა სხვადასხვა წყაროებით ეს ისედაც ყველასთვის ცნობილი იყო.

“ჩვენ ახლა ყველაფერს თავს ვუყრით. არსებობს ძალიან ბევრი იდეა სიმღერებზე, ჩვენ ეს პროცესი აუცილებლად მალე უნდა გავიაროთ.”

“ნახავთ, როგორ გაგრძელდება მოგზაურობა. დიახ, ‘მეტალიკას’ სიმღერის შექმნის პროცესი არის მოგზაურობა, მოგზაურობას კი დრო სჭირდება”, – აცხადებს ტრუჰილო.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა ბოლო ალბომი Death Magnetic 2008 წელს გამოუშვა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours