022112_broderick_big

Megadeth_ის კრიზისი: ჯგუფი კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

ლეგენდარულ თრეშ-მეტალ ჯგუფს, Megadeth_ს კარგი წელი ნამდვილად არ აქვს. ამჯერად ჯგუფი გიტარისტმა შოუნ დროვერმა დატოვა.

როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი დრამერმა შოუნ დროვერმა დატოვა, ამ ამბიდან საათ-ნახევრის შემდეგ კი მას გიტარისტი კრის ბროდერიკი შეუერთდა.

დრამერის მსგავსად ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის მას. ასევე უცნობია რაიმე კავშირშია თუ არა მათი ერთ დღეს წასვლა ჯგუფიდან.

მან, შეიძლება ითქვას, დროვერის გამოსამშვიდობებელი სიტყვა გაიმეორა, დეივს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და წასვლის მიზეზად ინდივიდუალური კარიერა დაასახელა.

“უნდა გამოვაცხადო Megadeth_ის დატოვების შესახებ, რადგან ვაპირებ გავყვე ჩემს პირად მუსიკალურ მიმართულებას. მინდა, რომ ყველამ იცოდეთ როგორ გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყველა თქვენგანი მაღიარებს და მაფასებს, როგორც Megadeth_ის წევრს ბოლო 7 წლის განმავლობაში, მაგრამ დროა განსხვავებული ნაბიჯი გადავდგა. დეივს და ყველას ჯგუფში ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. მე ინდივიდუალურად ვმუშაობ რაღაცებზე და იმედი მაქვს, როდესაც ისინი გამოვა, თქვენ მას დაიტაცებთ.”

შეგახსენებთ, რომ გიტარისტი შოუნ დროვერი 22-ე წევრია, რომელმაც ჯგუფი დატოვა.

 

გააზიარე პოსტი

2 comments

Add yours
  1. Akaki Getia 27 ნოემბერი, 2014 at 20:40 პასუხი

    meqanikuri shecdomaa…როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი დრამერმა შოუნ დროვერმა დატოვა, ამ ამბიდან საათ-ნახევრის შემდეგ კი მას გიტარისტი კრის ბროდერიკი შეუერთდა. eg weria smagierod 😀

დატოვეთ კომენტარი