OLYMPUS DIGITAL CAMERA

Megadeth დრამერმა დატოვა

თრეშ მეტალის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი ‘Megadeth’ დრამერმა, შოუნ დროვერმა დატოვა.

შოუნ დროვერი ჯგუფს 2004 წელს შეუერთდა და ხუთი ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. მან თავის წასვლაზე მოკლედ ისაუბრა და ყველას მადლობა გადაუხადა.

10 წლის შემდეგ მე გადავწყვიტე დამეტოვებინა ‘Megadeth’ და დამეკმაყოფილებინა ჩემი პირადი მუსიკალური ინტერესები. მინდა მადლობა ვუთხრა დეივ მასტეინს, რომელმაც ამ ოჯახის წევრად მიმიღო, ასევე ჯგუფის გასაოცარ ფანებს მსოფლიოს გარშემო. მე მართლა გაფასებთ ყველას. დაელოდეთ ინფორმაციას ჩემი შემდეგი მუსიკალური მოგზაურობის შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის შოუნ დროვერს. არც რაიმე ჭორები ვრცელდება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours